ლევან მაჭავარიანი ევრობიუროკრატიაზე: 4-5 წლის განმავლობაში მათ შექმნეს ცრუ ნარატივები საქართველოსა და ჩვენს ხელისუფლებასთან მიმართებით, იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ უარი ვუთხარით პროქსი ქვეყნად საქართველოს გამოყენებაზე
პოლიტიკა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „დღის ქრონიკაში“ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე ილაპარაკა.
როგორც მან აღნიშნა, ევრობიუროკრატები საკუთარი ცრუ შეხედულებების ტყვეობაში იმყოფებიან.
„4-5 წლის განმავლობაში მათ შექმნეს ცრუ ნარატივები საქართველოსა და ჩვენს ხელისუფლებასთან მიმართებით, იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ უარი ვუთხარით პროქსი ქვეყნად საქართველოს გამოყენებაზე. ამის გამო სურდათ „ქართული ოცნების“ ჩანაცვლება.
ახლაც ცრუ ნარატივების ტყვეობაში იმყოფებიან და ძალიან რთულია ამ ნარატივებიდან გამოსვლა. სამწუხაროდ, იმასაც კი ვერ აცნობიერებენ, რომ ამ უსტანდარტობით და დეზინფორმაციის გავრცელებით ძალიან დაზიანებული აქვთ რეპუტაცია ჩვენი მოქალაქეების თვალში და კიდევ უფრო ანადგურებენ, როდესაც განაგრძობენ ასეთი ნაბიჯების გადადგმას“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
ევროპარლამენტმა ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა რეზოლუცია, რომლითაც მხარს უჭერს საქართველოს პრეზიდენტის სასახლის შტურმის საქმეზე მსჯავრდებულ პაატა ბურჭულაძეს.
რეზოლუციას მხარი დაუჭირა 441-მა დეპუტატმა, 47 წინააღმდეგი იყო, ხოლო 86-მა თავი შეიკავა.





