ლევან მაჭავარიანი ბათუმში მომხდარ დაპირისპირებაზე: გულშემატკივრებს ახასიათებთ ასეთი მოვლენები. არიან რამდენიმე ქვეყნის გულშემატკივრები, რომლებიც გამოირჩევიან ჭარბი ემოციით და ჭარბი აგრესიით გულშემატკივრობის დროს. გუშინ სწორედ ასეთი რამ ვიხილეთ. რა თქმა უნდა, პოლიცია უნდა ჩარეულიყო. ჩაერია საკმაოდ პროპორციულად და უზრუნველყო წესრიგის დაცვა
პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი
ვიდეო/კადრი
ინციდენტი ამოწურულია. საზოგადოებრივი წესრიგი სრულად არის დაცული. მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, პოლიციელებს, რომლებმაც უზრუნველყვეს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა საფეხბურთო მატჩის დროს ბათუმში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, სამწუხაროდ, ფეხბურთს და გულშემატკივრებს ახასიათებს მსგავსი მოვლენები.
„სამწუხაროდ, ფეხბურთს და გულშემატკივრებს ახასიათებთ ასეთი მოვლენები. ეს არც პირველი და არც უკანასკნელი შემთხვევა არ ყოფილა. არიან რამდენიმე ქვეყნის გულშემატკივრები, რომლებიც გამოირჩევიან, მსუბუქად რომ ვთქვათ, ჭარბი ემოციით და ჭარბი აგრესიით გულშემატკივრობის დროს. გუშინ სწორედ ასეთი რამ ვიხილეთ და შესაბამისად, რა თქმა უნდა, პოლიცია უნდა ჩარეულიყო. ჩაერია საკმაოდ პროპორციულად და უზრუნველყო წესრიგის დაცვა“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
ბათუმში, თურქეთის „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ შევას“ მატჩის დროს, სტადიონზე გულშემატკივრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება 26 ნოემბერს მოხდა.





