მაკა ბოჭორიშვილი დღეს ბაქოში აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს შეხვდება
პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი
ფოტო: საგარეო საქმეთა სამინისტრო
ბაქოში საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი გრძელდება. დღეს მაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ალი ასადოვს შეხვდება.
ვიზიტის პირველ დღეს ბოჭორიშვილს აზერბაიჯანის პრეზიდეტმა ილჰამ ალიევმა, მილი მეჯლისის თავმჯდომარემ და საგარეო საქმეთა მინისტრმა უმასპინძლეს.
მაღალი დონის შეხვედრების ფარგლებში მთავარი განსახილველი თემები შუა დერეფანი, დაკავშირებადობა, რეგიონული უსაფრთხოება და ეკონომიკური კავშირების გაძლიერება იყო. დაიგეგმა სამომავლო პროექტები და ორმხრივი ვიზიტები. მაკა ბოჭორიშვილმა კოლეგა მინისტრი საქართველოში მოიწვია.





