ირაკლი ქადაგიშვილი: სუროგაცია, რომელიც ხშირ შემთხვევაში ბიზნესად იქცევა ხოლმე, არის ქალთა და ბავშვთა უფლებების უხეში დარღვევა. ის რაღაც სიკეთე, რომელზეც შეიძლება ვინმე საუბრობდეს, ვერავითარ ტოლობაში ვერ მოვა იმ უარყოფით მოვლენებთან, რაც ზოგადად სუროგაციის, ხშირ შემთხვევაში, როგორც ბიზნესად გადაქცევას მოჰყვება ხოლმე
პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი
საქართველოს პარლამენტი
ის რაღაც სიკეთე, რომელზეც შეიძლება ვინმე საუბრობდეს ვერავითარ ტოლობაში ვერ მოვა იმ უარყოფით მოვლენებთან, რაც ზოგადად სუროგაციის, ხშირ შემთხვევაში, როგორც ბიზნესად გადაქცევას მოჰყვება ხოლმე, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.
მისი თქმით, სუროგაცია არღვევს როგორც ქალთა, ასევე ბავშვთა უფლებებს.
„არსებობს უამრავი ანგარიშები, მათ შორის გაეროს მიერ გამოქვეყნებული მსოფლიო ჯანდაცვის მიერ გამოქვეყნებული, სადაც სუროგაციასთან დაკავშირებით მკვეთრად უარყოფითი პოზიციებია დაფიქსირებული. ამასთან დაკავშირებით, საქართველოსთან მიმართებითაც იყო მრავალი შესაბამისი უარყოფითი ანგარიში. ზოგადად, სუროგაცია, რომელიც ხშირ შემთხვევაში ბიზნესად იქცევა ხოლმე, არის ქალთა და ბავშვთა უფლებების უხეში დარღვევა. ამას იმდენი მძიმე შემთხვევა მოჰყვება, რომ ის რაღაც სიკეთე, რომელზეც შეიძლება ვინმე საუბრობდეს ვერავითარ ტოლობაში ვერ მოვა იმ უარყოფით მოვლენებთან, რაც ზოგადად სუროგაციის, ხშირ შემთხვევაში, როგორც ბიზნესად გადაქცევას მოჰყვება ხოლმე. ამიტომ ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და შესაბამისი საკანონმდებლო პროექტი მომზადდება. ეს არის მორალურად, ეთიკურად ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოში სუროგაციის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო.




