თამარ ჩერგოლეიშვილი: სუროგაციის ეთიკურობაზე და დასაშვებობაზე დავა ლეგიტიმურია და ორივე მხარეს ბევრი არგუმენტი არსებობს, ზუსტად ამაზე მიდის ახლა კამათი „ფედერალისტების“ ჩეთში. მაგრამ რასაც რეჟიმი სჩადის, თვითგადარჩენის ინსტიქტითაა ნაკარნახევი და არა რომელიმე არგუმენტით
პოლიტიკა

ვიდეო/კადრი
„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, რომელიც სუროგაციის აკრძალვას უკავშირდება „ფედერალისტების“ ლიდერი ეხმაურება.
როგორც თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალრ ქსელში წერს, სუროგაციის აკრალვაზე დავა დასაშვებია.
„აი, სუროგაციას თუ დაუთმობთ, მიტროპოლიტები აღარ შეგაჩვენებენ.
სუროგაციის ეთიკურობაზე და დასაშვებობაზე დავა ლეგიტიმურია და ორივე მხარეს ბევრი არგუმენტი არსებობს, ზუსტად ამაზე მიდის ახლა კამათი „ფედერალისტების“ ჩეთში.
მაგრამ რასაც რეჟიმი სჩადის, თვითგადარჩენის ინსტიქტითაა ნაკარნახევი და არა რომელიმე არგუმენტით“, - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოში სუროგაციის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო.




