მაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირისთვის არა თუ შემაფერხებელი, პირიქით, ხელის შემწყობიც შეიძლება, იყოს საქართველოს მიერ ურთიერთობების განვითარება სხვადასხვა რეგიონთან, მათ შორის ცენტრალური აზიის რეგიონთან
პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი
ფოტო: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
მხოლოდ უცოდინარობაა, მსგავსი იდეა სხვაგვარად არ შეიძლება განვიხილოთ, რომ ევროკავშირთან ურთიერთობებს, ან ევროკავშირთან ინტეგრაციას შეიძლება, ხელი შეუშალოს საქართველოს ურთიერთობებმა სხვა რეგიონებთან თუ სხვა ქვეყნებთან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.
მისივე თქმით, ევროკავშირისთვის არა თუ შემაფერხებელი, პირიქით, ხელის შემწყობიც შეიძლება, იყოს საქართველოს მიერ ურთიერთობების განვითარება სხვადასხვა რეგიონთან, მათ შორის ცენტრალური აზიის რეგიონთან.
„მხოლოდ უცოდინარობაა, მსგავსი იდეა სხვაგვარად არ შეიძლება განვიხილოთ, რომ ევროკავშირთან ურთიერთობებს, ან ევროკავშირთან ინტეგრაციას შეიძლება, ხელი შეუშალოს საქართველოს ურთიერთობებმა სხვა რეგიონებთან თუ სხვა ქვეყნებთან, მაშინ როდესაც პირიქით ვხედავთ, ევროკავშირის მცდელობებს, თავად განავითაროს სხვადასხვა ფორმატში - იქნება ეს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, თუ სხვა რეგიონის ქვეყნებთან ურთიერთობები. იმასაც ვხედავთ, თუ რამხელა პოლიტიკური ძალების კონცენტრაცია ხდება და სად ხდება ამ ძალების კონცენტრაცია სწორედ იგივე გეოპოლიტიკური მოცემულობიდან, კონფლიქტებიდან გამომდინარე; კონფლიქტის მშვიდობიანი გზების გადაჭრის ძიებიდან გამომდინარე, თუ სად არის ეს პოლიტიკური ცენტრები.
აქედან გამომდინარე, ევროკავშირისთვის არა თუ შემაფერხებელი, პირიქით, ხელის შემწყობიც შეიძლება, იყოს ამ პროცესებში საქართველოს როლის უფრო უკეთ წარმოჩენა, საქართველოს მიერ ურთიერთობების განვითარება სხვადასხვა რეგიონთან, მათ შორის ცენტრალური აზიის რეგიონთან“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.





