დავით მათიკაშვილი ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე: ვხედავთ მცდელობას, რომ მომხდარი საკუთარი დეგრადირებული დღის წესრიგისა და შავი მიზნებისთვის გამოიყენოს იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომლის გასამართლების პროცესიც საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს
პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შესახებ ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლების კომენტარებს საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი გამოეხმაურა.
მისი თქმით, ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, რომ მომხდარი საკუთარი დეგრადირებული დღის წესრიგისა და შავი მიზნებისთვის გამოიყენოს იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომლის გასამართლების პროცესიც საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს.
„ეს პირველი შემთხვევა არ არის ჩვენი საზოგადოებისთვის, როდესაც რადიკალები, აგენტურა საქართველოში ადამიანების უბედურებას საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ. დღესაც ჩვენ ვხედავთ მცდელობას, რომ მომხდარი საკუთარი დეგრადირებული დღის წესრიგისა და შავი მიზნებისთვის გამოიყენოს იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომლის გასამართლების პროცესიც საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს. პრაქტიკულად განულებულია აგენტურის რეიტინგი საქართველოში. საზოგადოება მხარს არ უჭერს და ეს ყველაფერი მრავალი მაგალითით დასტურდება. სწორედ ამიტომ, რადიკალური ოპოზიცია ნებისმიერ შანსს ხელიდან არ უშვებს“, — აღნიშნა მათიკაშვილმა.
ოპოზიცია ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების სათავისოდ გამოყენებას ცდილობს, რათა მოქალაქეები დაანონსებულ აქციაზე მიიყვანოს.





