გიორგი ზურაბაშვილსა და მიხაილ გალუზინს შორის პირველი შეხვედრა 19 ნოემბერს მინსკში გაიმართება
პოლიტიკა

ფოტო: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
გიორგი ზურაბაშვილსა და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს მიხაილ გალუზინს შორის პირველი შეხვედრა 19 ნოემბერს ქალაქ მინსკში გაიმართება, - ინფორმაცია „იმედინიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.
„რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილე გიორგი ზურაბაშვილსა და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინს შორის პირველი შეხვედრა გაიმართება 2026 წლის 19 ნოემბერს ქალაქ მინსკში“, - აღნიშნეს მთავრობის ადმინისტრაციაში.





