18 ნოემბერი 2026, 20:43
„ლელო“ საკუთარი განცხადებების უარყოფას ცდილობს, მმართველი პარტია კი არქივს იშველიებს და აცხადებს, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების პირველ დღეებში ოპონენტები ხელისუფლებისგან კონფლიქტში ჩართვას ითხოვდნენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პოლიტიკა

ფოტო: imedi/ვიდეოკადრი
გაზიარება
საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესის პარალელურად, ოპოზიციური სპექტრის ნაწილი, კერძოდ კი „ლელო“, ოთხი წლის წინ გაკეთებული საკუთარი განცხადებების უარყოფას ცდილობს. მმართველი პარტია არქივს იშველიებს და აცხადებს, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების პირველ დღეებში ოპონენტები ხელისუფლებისგან კონფლიქტში პირდაპირ ჩართვასა და ესკალაციის მაპროვოცირებელი ნაბიჯების გადადგმას ითხოვდნენ.
საპარლამენტო უმრავლესობაში განმარტავენ, რომ დღევანდელი თავის მართლების მცდელობები უშედეგოა, რადგან არქივი ყველა პოლიტიკურ გზავნილს უცვლელად ინახავს.
რატი მეტრეველის რეპორტაჟი:





