რატი იონათამიშვილის სლოვენიის გადაწყვეტილებაზე მიიღოს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი: ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ხდება ფაქტობრივად იგივე კანონების მიღება ევროპულ ქვეყნებში, რომელზეც საქართველოს პარლამენტმა იმუშავა და რომელსაც ეს ქვეყნები აკრიტიკებდნენ. დღეს აღმოჩნდა, რომ ამ კანონების მიღება მათთვის მნიშვნელოვანია ეროვნული დემოკრატიების დასაცავად. ჩვენც ამას ვამბობდით
პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი
საქართველოს პარლამენტი
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ხდება ფაქტობრივად იგივე კანონების მიღება ევროპულ ქვეყნებში, რომელზეც საქართველოს პარლამენტმა დიდი ხანი იმუშავა და რომელსაც სხვათა შორის თვითონ ეს ქვეყნები, ამ ქვეყნების წარმომადგენლები აკრიტიკებდნენ. დღეს აღმოჩნდა, რომ ამ კანონების მიღება მათთვის მნიშვნელოვანია ეროვნული დემოკრატიების დასაცავად, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა სლოვენიის გადაწყვეტილებაზე, მიიღოს უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ კანონი.
მისი თქმით, როდესაც საქართველო „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს იღებდა, მასაც იგივე არგუმენტი ჰქონდა, რაც ახლა სლოვენიას - საკუთარი დემოკრატიისა და სუვერენიტეტის გაძლიერება.
„უკვე დიდ ხანია, რაც საქართველოს პარლამენტი და პარლამენტში მიღებული კანონები იქცა ევროპული ქვეყნების შთაგონების წყაროდ. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ხდება ფაქტობრივად იგივე კანონების მიღება ევროპულ ქვეყნებში, რომელზეც საქართველოს პარლამენტმა დიდი ხანი იმუშავა და რომელსაც სხვათა შორის თვითონ ეს ქვეყნები, ამ ქვეყნების წარმომადგენლები აკრიტიკებდნენ. დღეს აღმოჩნდა, რომ ამ კანონების მიღება მათთვის მნიშვნელოვანია ეროვნული დემოკრატიების დასაცავად. ჩვენც ამას ვამბობდით. რა თქმა უნდა ამ ორმაგი სტანდარტის გარეშეც, ისედაც შეეძლოთ ამ კანონების გადაღება, შემდეგ საკუთარი დემოკრატიების გაძლიერება“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
სლოვენია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონს იღებს. ქვეყნის მმართველი კოალიცია უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციებისთვის საარჩევნო და სარეფერენდუმო კამპანიების ორგანიზების აკრძალვას ითხოვს. შეზღუდვა შეეხება მათ, ვინც კენჭისყრამდე ბოლო ხუთ წელიწადში უცხოური დაფინანსება მიიღო.




