შარმანაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე: ყველა ტყუილი, რომელიც მათ თქვეს, გაბათილებული იქნება ჩვენი მხრიდან არა სიტყვიერად და პოლიტიკურად, არამედ მტკიცებულებებით
პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი, თენგიზ შარმანაშვილმა მედიასთან შეაფასა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, რომ პარტიების წარმომადგენლები აბსოლუტურად მოუმზადებლები არიან.
„ასე მიდიოდა კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ სტრასბურგის სასამართლოშიც და ყველა პროცესი წააგეს. რატომღაც ჰგონიათ, რომ იქ გულუბრყვილო ადამიანები სხედან მანტიაში, ხალხი, ვინც უსმენთ, ისინიც გულუბრყვილოები არიან და ყოვლად წარმოუდგენელ წინადადებას თუ ისვრიან, ვინმეს ჰგონია, რომ ეს დასაჯერებელია ან აღსაქმელად შესაძლებელი იქნება. როგორ შეიძლება ასეთი ტიპის გამიჯვნები.
ყველა ტყუილი, რომელიც მათ თქვეს, გაბათილებული იქნება ჩვენი მხრიდან არა სიტყვიერად და პოლიტიკურად, არამედ მტკიცებულებებით“, - აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.





