05 ნოემბერი 2026, 13:31
საქართველოს 6-8 ნოემბერს ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი ეწვევა
პოლიტიკა

ხან ჭენგი
ფოტო: Getty Images
გაზიარება
საქართველოს 6-8 ნოემბერს ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი ეწვევა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციას საქართველოს მთავრობის მეთაური ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლებს.





