ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ პოლიტიკურად მოტივირებული სია და მმართველი გუნდის შეფასებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პოლიტიკა

ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ 2026 წლის „პრესის თავისუფლების მტაცებლების“ სიას აქვეყნებს. ორგანიზაციის მიერ სიაში ბიძინა ივანიშვილის შეყვანა, მმართველი გუნდის შეფასებით, სპეკულაცია და მიზანმიმართული დეზინფორმაციაა.
პოლიტიკურად მოტივირებული ანგარიშის გამოქვეყნების მიზანი კი ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოს ხელისუფლების დისკრედიტაციის მცდელობაა.
„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი ორგანიზაციის შეფასებები აჩვენებს იმ დამოკიდებულებას და ორმაგ სტანდარტს, რომელიც სუვერენული პოლიტიკის გამტარებელი ქვეყნების მიმართ არსებობს.
მეგი ნარსავიძე გიამბობთ.





