ირაკლი კობახიძე: 4 ოქტომბრის მონაწილეები ელოდებოდნენ კონსტიტუციური წყობილების დამხობას და 4 ოქტომბრის ჩავარდნის შემდეგ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღეს
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
ჩვენ მათი აღიარებითი ჩვენებებიც მოვისმინეთ. მათი ორი ლიდერის განცხადება მოვისმინეთ, სადაც ისინი ამბობდნენ, რომ 4 ოქტომბრის ჩავარდნის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლის თაობაზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გახარიას პარტიასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 4 ოქტომბრის მონაწილეები ელოდებოდნენ კონსტიტუციური წყობილების დამხობას.
„ჩვენ მათი აღიარებითი ჩვენებებიც მოვისმინეთ, მათი ორი ლიდერის განცხადება მოვისმინეთ, სადაც ისინი ამბობდნენ, რომ 4 ოქტომბრის ჩავარდნის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლის თაობაზე. ეს ძალიან მარტივად ნიშნავს იმას, რომ ელოდებოდნენ კონსტიტუციური წყობილების დამხობას და იმის გამო, რომ არ შედგა კონსტიტუციური წყობილების დამხობა, მიიღეს პრაგმატული გადაწყვეტილება. მანამდე ისინიც იყვნენ, რა თქმა უნდა, მათი სახელმწიფოებრივი მიზნის, დაგეგმვის შემადგენელი ნაწილი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





