ოთარ ჭულუხაძე: სინამდვილეში ევროკავშირი ეს არის არა ტოლფასოვანი, სუვერენულ სახელმწიფოთა ერთობა, არამედ ეს არის ზენაციონალური ერთობა, სადაც კონკრეტული ბიუროკრატები ხშირად იღებენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც კონკრეტული ერის მოსახლეობას შესაძლოა საერთოდ არ მოსწონდეს
პოლიტიკა

ოთარ ჭულუხაძე
ფოტო: იმედი ვიდეო/კადრი
სინამდვილეში ევროკავშირი ეს არის არა ტოლფასოვანი, სუვერენულ სახელმწიფოთა ერთობა, არამედ ეს არის ზენაციონალური ერთობა, სადაც კონკრეტული ბიუროკრატები ხშირად იღებენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც კონკრეტული ერის მოსახლეობას, კონკრეტული ერის შვილებს შესაძლოა საერთოდ არ მოსწონდეს, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ანალიტიკოსმა ოთარ ჭულუხაძემ.
მისივე თქმით, ევროკავშირში არის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც უფრო და უფრო გამწვავდება. იგი მიიჩნევს, რომ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების შედეგად, დღის სინათლეზე გამოვიდა, რაც არის რეალურად ევროკავშირი.
„სინამდვილეში ეს არის არა ტოლფასოვანი, სუვერენულ სახელმწიფოთა ერთობა, არამედ ეს არის ზენაციონალური ერთობა, სადაც კონკრეტული ბიუროკრატები ხშირად იღებენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც შესაძლოა კონკრეტული ერის მოსახლეობას, კონკრეტული ერის შვილებს საერთოდ არ მოსწონდეს. აქედან არის ლეპენის განცხადებაც, რომ ის ევროკავშირს ხედავს უფრო სუვერენულ ქვეყანათა ერთიანობად და არა დღევანდელი სახით“, - განაცხადა ანალიტიკოსმა.
იგი მიიჩნევს, რომ ევროკავშირში მყოფ ქვეყნებში დიდი აურზაურია. ჭულუხაძემ ასევე ილაპარაკა პოლონეთში განვითარებულ მოვლენებზეც და აღნიშნა, რომ პოლონეთი ერთგვარ გაორებულ მდგომარეობაშია.
„ერთი მხრივ, პოლონეთისთვის ევროკავშირი არის არენა, დიდი კავშირის პოზიციიდან უქნიოს თითი რუსეთს, მაგრამ, მეორე მხრივ, საკუთრივ ამ კავშირში ყოფნა უკვე დაძაბულობებს მოიცავს, რაც არსებული კრიზისის ნაწილია“, - განაცხადა ჭულუხაძემ.





