დავით ქართველიშვილი: სკოლებში, სახელმწიფო დაწესებულებებსა და თეატრებში რუსულ ენაზე ტოტალური კონტროლის დაწესება რეპრესიების გზით, კიევის რეჟიმის ფაშისტური გამოვლინებების კიდევ ერთ აგრესიულ ბუნებას აშიშვლებს
პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი
ფოტო: „ხალხის ძალა“
კიევის დრამატული თეატრის დირექტორისა და მხატვრული ხელმძღვანელის ბოგდან ბენიუკის განცხადებები, რომლითაც ის „ჩაშვებასა“ და დასმენებს ითხოვს რუსული ენის გამოყენებისთვის, ასევე ჯარიმებისა და სამსახურიდან გათავისუფლების შემოღებას, ენობრივი შოვინიზმის, ტოტალიტარული აზროვნებისა და ლინგვოფაშიზმის რადიკალური გამოვლინებაა, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.
მისი თქმით, ენის საყოფაცხოვრებო ან პროფესიული გამოყენებისთვის სასამართლოს გარეშე ანგარიშსწორებისა და ადმინისტრაციული წნეხის პრაქტიკის დანერგვა ღრმა პარანოიასა და ენობრივი მრავალფეროვნების შიშზე მიუთითებს.
„ა! ა, კიდო! პარანოია და ლინგვოფაშიზმი in action. კიევის დრამატული თეატრის დირექტორისა და მხატვრული ხელმძღვანელის, ბოგდან ბენიუკის განცხადებები, სადაც ის „ჩაშვებასა“ და დასმენებს ითხოვს რუსული ენის გამოყენებისთვის, ასევე ჯარიმებისა და სამსახურიდან გათავისუფლების შემოღებას, ენობრივი შოვინიზმის, ტოტალიტარული აზროვნებისა და ლინგვოფაშიზმის რადიკალური გამოვლინებაა. პროფესიული გარემოს ინფორმატორთა ქსელად გადაქცევისკენ მოწოდება, სადაც ფინანსური წახალისება კოლეგებზე დასმენას ასტიმულირებს, პირდაპირ უკავშირდება XX საუკუნის რეპრესიული რეჟიმების უარეს პრაქტიკებს. მსგავსი რიტორიკა ბუნებრივ კულტურულ განვითარებას პოლიციური კონტროლის მეთოდებით ანაცვლებს, ანგრევს ინსტიტუციურ ნდობას და შემოქმედებით კოლექტივს ჯაშუშომანიისა და ურთიერთმტრობის არენად აქცევს. ენის საყოფაცხოვრებო ან პროფესიული გამოყენებისთვის სასამართლოს გარეშე ანგარიშსწორებისა და ადმინისტრაციული ზეწოლის პრაქტიკის დანერგვა ღრმა პარანოიასა და ენობრივი მრავალფეროვნების შიშზე მიუთითებს.
ბენიუკის მზადყოფნა, უგულებელყოს სარჩელები და სამართლებრივი ნორმები „სტერილური“ ენობრივი გარემოს შესაქმნელად, მოწმობს კანონის უზენაესობის პრინციპებისა და ადამიანის ძირითადი უფლებების შეგნებულ უარყოფას. ნაცვლად კონკურენტუნარიანი კულტურული პროდუქტის შექმნისა, ეროვნული იდენტობის გასაძლიერებლად, მსგავსი ინიციატივები იძულების, დისკრიმინაციისა და სოციალური სეგრეგაციის გზას გვთავაზობს, რაც გარდაუვალად იწვევს თავად კულტურული ინსტიტუტის დეგრადაციას. სკოლებში, სახელმწიფო დაწესებულებებსა და თეატრებში რუსულ ენაზე ტოტალური კონტროლის დაწესება რეპრესიების გზით, კიევის რეჟიმის ფაშისტური გამოვლინებების კიდევ ერთ აგრესიულ ბუნებას აშიშვლებს. მოქალაქეთა ინტერპერსონალური კომუნიკაციის რეგულირების მცდელობა დასმენისა და სამსახურის დაკარგვის შიშის მეშვეობით მუდმივი ზეწოლისა და თვითცენზურის ატმოსფეროს ქმნის.
გრძელვადიან პერსპექტივაში ენობრივი მონოპოლიის ძალადობრივი მეთოდებით დამკვიდრება არათუ ვერ გააერთიანებს საზოგადოებას, არამედ გამოიწვევს ღრმა შიდა განხეთქილებას, დააზარალებს მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს და ენობრივ საკითხს კომუნიკაციის ინსტრუმენტიდან პოლიტიკური და სოციალური ზეწოლის იარაღად აქცევს. თვე არ გადის, საქართველოში არ ჩამოვიდეს პუტინის რეჟიმთან მებრძოლი თეატრალური დასი, სტენდაპერი, კულტურის მოღვაწე, მომღერალი, რომლებიც თავის პროდუქტს ქართველ რუსოფობებს კლასიკურ რუსულ ენაზე სთავაზობენ. ჩვენი ლინგვოფაშისტები და პარანოიკები ამ შემთხვევაში „კანონიკურ“ რუსულ ენას „აპოკრიფულისაგან“ როგორ განასხვავებენ, ეს გამაგებინა და ჯანდაბას მათი ავადმყოფური თავი...“ - წერს დავით ქართველიშვილი.





