ირაკლი კობახიძე: პარაგრაფი შეკვეთილში, პარაგრაფის სასტუმროები თბილისში არის უმნიშვნელოვანესი პროექტები, რომლებიც მთლიანობაში ხელს უწყობს შესაბამისი ეკონომიკური პროცესების სტიმულირებას
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
პარაგრაფი შეკვეთილში, პარაგრაფის სასტუმროები თბილისში არის უმნიშვნელოვანესი პროექტები, რომლებიც მთლიანობაში ხელს უწყობს შესაბამისი ეკონომიკური პროცესების სტიმულირებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთლიანად გურიისთვის, ამ რეგიონისთვის შეკვეთილის ასეთი მასშტაბური პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანი იყო იმისათვის, რომ სხვა ეკონომიკური პროცესების სტიმულირებაც მომხდარიყო.
„პარაგრაფს შეკვეთილში ან პარაგრაფის სასტუმროებს თბილისში თავისთავად აქვს საქველმოქმედო შინაარსი. რომ ავიღოთ შეკვეთილის პროექტი, მთლიანად გურიისთვის, ამ რეგიონისთვის და შავი ზღვისპირა რეგიონისთვის ასეთი მასშტაბური პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანი იყო იმისათვის, რომ სხვა ეკონომიკური პროცესების სტიმულირებაც მომხდარიყო. არის უმნიშვნელოვანესი პროექტები, რომლებიც მთლიანობაში ხელს უწყობს შესაბამისი ეკონომიკური პროცესების სტიმულირებას“, - განაცხადა პრემიერმა.





