პოლიტიკური თვითგადარჩენის მცდელობა და მორიგი ტყუილი ნიკა გვარამიასგან - გამოგონილი ამბით თავდასხმის სამიზნე ამჯერად ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებაა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პოლიტიკა

ვიდეო/კადრი
საკონსტიტუციო სასამართლოს დარბაზში ნიკა გვარამიას მცდელობას, საკუთარი პოლიტიკური წარსულისგან გამიჯვნის ფონზე ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო საქმიანობა ეჭვქვეშ დაეყენებინა, მწვავე შეფასებები მოჰყვა.
მოპასუხე მხარის წარმომადგენლის დაუსაბუთებელმა განცხადებებმა შენიშვნები ჯერ უშუალოდ სხდომაზე მოსამართლისა და მოსარჩელე მხარისგან დაიმსახურა, მოგვიანებით კი კრიტიკის საგანი მმართველ გუნდში გახდა.
სახელისუფლებო პარტიაში ოპონენტს იმ მრავალმილიარდიან უანგარო პროექტებს ახსენებენ, რომლებიც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლამდე ათწლეულებით ადრე დაიწყო და კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენას, განათლებას, სპორტსა და სახელმწიფო ინსტიტუტების მხარდაჭერას მოახმარა.
ლევან ფოჩხუას სიუჟეტი.





