ირაკლი ქადაგიშვილი ალან ბერსეს განცხადებაზე: ევროპული სტრუქტურების ბიუროკრატია სხვადასხვა ფორმით ცდილობს, რომ საქართველოში მათ მიერვე გაფუჭებული დაიცვან
პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი
საქართველოს პარლამენტი
ევროპული სტრუქტურების ბიუროკრატია სხვადასხვა ფორმით ცდილობს, რომ რაც თავიანთი პოლიტიკით საქართველოში დააზიანეს, რამენაირად ეს გაფუჭებული დაიცვან, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა ევროპის საბჭოს გენერალური მდივანის, ალან ბერსეს განცხადების შეფასებისას, რომელმაც არ გამორიცხა, რომ პარტიების აკრძალვის საქმე სტრასბურგის სასამართლოს განხილვის საგანი გახდეს.
ქადაგიშვილის თქმით, ყველა უნდა შეეგუოს, რომ საქართველო საკუთარ კანონებს იცავს.
"ყველასთვის ერთი რამ უნდა იყოს გასაგები, რომ რაც წერია საქართველოს კონსტიტუციაში და განსაზღვრულია საქართველოს კანონებით, ის ყოველთვის აღსრულდება", - აღნიშნა ქადაგიშვილმა.




