ზვიად შალამბერიძე ევროკომისიის სკანდალზე: ზოგადად ევროკავშირისთვის და სხვადასხვა ფონდისთვის მნიშვნელოვანია, რომ სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციების ხელით მოახდინოს არეულობა სხვადასხვა ქვეყანაში
პოლიტიკა

ზვიად შალამბერიძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზვიად შალამბერიძე ევროკომისიასთან დაკავშირებულ სკანდალს ეხმაურება.
„დღევანდელ დღეს ამ ორ ქვეყანაში ვნახეთ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც როგორც ევროკავშირის, ასევე „სოროსის ფონდის“ მხრიდან იყო დაფინანსებული. ეს მიუთითებს ერთ რამეზე, რომ ზოგადად ევროკავშირისთვის და სხვადასხვა ფონდისთვის მნიშვნელოვანია, რომ სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციების ხელით მოახდინოს არეულობა სხვადასხვა ქვეყანაში”, - აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.
ცნობისთვის, ევროკომისია მორიგ სკანდალში გაეხვა - საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, საფრანგეთსა და იტალიაში საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული ხუთი ორგანიზაცია ევროკომისიიდან ფინანსდება.





