არჩილ გორდულაძე: მათ მიერ გაჟღერებული სიტყვები კიდევ უფრო მეტად ასაბუთებს ჩვენი სარჩელი უტყუარობას, რომ ხუთივე პარტიის სახით არაკონსტიტუციური პარტიები არიან წარმოდგენილები და ისინი უნდა აიკრძალოს
პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ოპოზიციური პარტიების გამოსვლას აფასებს და აღნიშნავს, რომ მათ მიერ გაჟღერებული თითოეული ფრაზა მათ არაკონსტიტუციურობას ასაბუთებს.
„მათ მიერ გაჟღერებული სიტყვები და შესაბამისად, უკვე დადასტურებული ფაქტები კიდევ უფრო მეტად ასაბუთებს ჩვენი სარჩელი უტყუარობას, რომ ხუთივე პარტიის სახით არაკონსტიტუციური პარტიები არიან წარმოდგენილები და ისინი უნდა აიკრძალოს. შესაბამისად. შესაბამისად, ჩვენ დაველოდებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. მათ მიერ გაჟღერებული თითოეული ფრაზა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ისინი არაკონსტიტუციურები არიან”, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის მორიგ სხდომას დღეს გამართავს. დღევანდელ სხდომაზე პარტია „ახალი“ და „ნაციონალურ მოძრაობა“ განმარტებებით წარდგებიან.





