გიორგი გაბუნია: უკრაინაში, ბოლო სამ წელიწადში აიკრძალა 22 პარტია, მოლდოვაში - 8 პარტია. ევროპაში, ბოლო ათწლეულებში აიკრძალა ჯამში 150 პარტია! ევროკავშირის ორმაგი სტანდარტი მაშინ იწყება, როდესაც ერთი და იგივე სამართლებრივი ზომა სხვა ქვეყნებში დემოკრატიის დაცვის სტანდარტად ცხადდება, ხოლო საქართველოში დემოკრატიის საფრთხედ
პოლიტიკა

გიორგი გაბუნია
საქართველოს პარლამენტი
პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე და საზოგადოება „ქართულის“ ლიდერი ევროკავშირის ორმაგ სტანდარტებზე წერს.
როგორც გიორგი გაბუნია აცხადებს, ევროკავშირის დემოკრატიის საფრთხედ აცხადებს საქართველოში იმას, რასაც სხვა ქვეყნების შემთხვევაში არანაირი კრიტიკა არ მოსდევს.
„უკრაინაში ბოლო სამ წელიწადში აიკრძალა 22 პარტია!
მოლდოვაში ბოლო 3 წელიწადში აიკრძალა 8 პარტია!!!
ევროპაში, ბოლო ათწლეულებში აიკრძალა ჯამში 150 პარტია!
ევროკავშირის ორმაგი სტანდარტი მაშინ იწყება, როდესაც ერთი და იგივე სამართლებრივი ზომა ესპანეთში, პოლონეთში, უკრაინაში, მოლდოვაში დემოკრატიის დაცვის სტანდარტად ცხადდება და არანაირი კრიტიკა არ არის, ხოლო საქართველოში დემოკრატიის საფრთხედ“, - წერს გიორგი გაბუნია სოციალურ ქსელში.





