27 ოქტომბერი 2026, 14:21
„იმედის“ დარბევის საქმე ანა წითლიძემ „რაღაც საქმედ“ შეაფასა
პოლიტიკა

ფოტო: იმედი/კადრი
გაზიარება
„იმედის“ დარბევის საქმე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ „რაღაც საქმედ“ შეაფასა საკონსტიტუციო სასამართლოში. ეს წითლიძემ ახსნა-განმარტებების დროს თქვა, სადაც ორ საათზე მეტია, მოსამართლეებს უმტკიცებს, რომ წარსულის დანაშაულები არ უნდა იყოს აკრძალვის წინაპირობა.
„სისტემურ დანაშაულებში მაგალითად მითითებული აქვთ [„ქართულ ოცნებას“] მედიის წინააღმდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ ბრძოლა. ჩამოწერილი აქვთ მთელი რიგი რაღაცა ტელევიზიები“, - აღნიშნა წითლიძემ.




