დავით მათიკაშვილი სერბეთის არჩევნებზე: როგორც ჩანს, არსებობს სერბი ხალხის მდგრადი ინტერესი, რაც არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ კონკრეტულად ვინ იქნება ხელისუფლებაში და ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში. ეს ინტერესი არის სერბეთის ტერიტორიული მთლიანობა
პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
როგორც ჩანს, არსებობს სერბი ხალხის მდგრადი ინტერესი, რაც არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ კონკრეტულად ვინ იქნება ხელისუფლებაში და ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში. ეს ინტერესი არის სერბეთის ტერიტორიული მთლიანობა, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა სერბეთში ჩატარებულ ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, სერბი ხალხის დამოკიდებულება, სუვერენიტეტის საკითხებთან მიმართებით გაცხადებული პოზიციიდან გამომდინარე, არ ემთხვევა ადგილობრივი რადიკალური ოპოზიციის წიაღსვლებს.
„სერბი ხალხის დამოკიდებულება, სუვერენიტეტის საკითხებთან მიმართებით გაცხადებული პოზიციიდან გამომდინარე, არ ემთხვევა ჩვენი ადგილობრივი რადიკალური ოპოზიციის წიაღსვლებს. ამიტომ სულ ტყუილად ზეიმობენ და ტყუილად აღიქვამენ საკუთარ გამარჯვებად სერბეთში ჩატარებული არჩევნების შედეგებს გვარამია და მეხუთე კოლონის წარმომადგენლები“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.





