შალვა პაპუაშვილი ევროპაში მიმდინარე პროცესებზე: ეს არის შედეგი ბრიუსელის შიდა პოლიტიკისა, რომელმაც იდენტობის კრიზისამდე მიიყვანა სხვადასხვა საზოგადოება და ქვეყანა
პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროპის რამდენიმე ქალაქში მიმდინარე პროცესები მედიასთან შეაფასა.
მისი თქმით, ეს არის შედეგი ბრიუსელის შიდა პოლიტიკისა, რომელმაც იდენტობის კრიზისამდე მიიყვანა სხვადასხვა საზოგადოება და ქვეყანა.
„შემთხვევითი არ არის, რომ სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა ქვეყნის დედაქალაქში პარალელური პროცესებია. რატომ არის ეს პროცესები და ძალადობები - პასუხი ხელის გულზე დევს: ეს არის სწორედ იდენტობის კრიზისი, რომელიც დღეს ევროკავშირის სივრცეშია. ევროკავშირი ევროპას მიაქანებს ცივილიზაციური უფსკრულისკენ. ეს არის შედეგი ბრიუსელის შიდა პოლიტიკისა, რომელმაც იდენტობის კრიზისამდე მიიყვანა სხვადასხვა საზოგადოება და ქვეყანა.
შეიძლება ეს ძალადობები შეწყდეს, მაგრამ ყველაფერი ეს იქნება დროებითი იქამდე, სანამ ძირეულად არ გაიაზრებს ევროკავშირი, თუ ვინ არის, რა არის და რა იდენტობაზე დგას“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.





