არჩილ გორდულაძე ოპოზიციურ პარტიებზე: მათი მიზანია, რაც შეიძლება გაგრძელდეს, გაჭიანურდეს, გაჯანჯლდეს საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესი, ამიტომაც აყენებენ ისეთ შუამდგომლობებს, რომელთაც არავითარი სამართლებრივი დასაბუთება ან საქმესთან კავშირი არ აქვს
პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
მათი [ოპოზიციური პარტიების] მიზანია, რაც შეიძლება გაგრძელდეს, გაჭიანურდეს, გაჯანჯლდეს საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესი, ამიტომაც აყენებენ ისეთ შუამდგომლობებს, რომელთაც არავითარი სამართლებრივი დასაბუთება ან საქმესთან კავშირი არ აქვს, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე გამოცხადებულ შესვენებაზე.
მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოზე „ლელომ“ ქვეყნის სუვერენიტეტსა და ლეგიტიმაციაზე შეურაცხმყოფელი განცხადება გააკეთა.
„მათი [ოპოზიციური პარტიების] მიზანია, რაც შეიძლება გაგრძელდეს, გაჭიანურდეს, გაჯანჯლდეს საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესი, ამიტომაც აყენებენ ისეთ შუამდგომლობებს, რომელთაც არავითარი სამართლებრივი დასაბუთება, ან საქმესთან კავშირი არ აქვს. „ლელომ“ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა, თურმე სასამართლომ არ იცის, როგორი უნდა იყოს პროცედურული საკითხები, მიმართეთ სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატას და ჰკითხეთ აზრი, როგორ დაიბაროს მხარეები და განათავსოს, ვის როდის უნდა დააყენებინოს შუამდგომლობაო. ეს კიდევ ერთი მცდელობაა, არალეგიტიმურად გამოაცხადოს საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც კონსტიტუციური ორგანო“, - აღნიშნა გორდულაძემ.




