შალვა პაპუაშვილი: სერიოზულად არავინ აღიქვამს ევროკავშირს. მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას ითხოვენ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით და არავინ სვამს ამ მაგიდასთან მაშინ, როდესაც ეკონომიკურად და მოსახლეობით მნიშვნელოვანი მოთამაშე უნდა იყოს
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
სერიოზულად არავინ აღიქვამს ევროკავშირს. მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას ითხოვენ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით და არავინ სვამს ამ მაგიდასთან მაშინ, როდესაც ეკონომიკურად და მოსახლეობით მნიშვნელოვანი მოთამაშე უნდა იყოს, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.
ჟურნალისტმა მას ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის ანდრეი ბაბიშის განცხადების შეფასება სთხოვა.
„დაკნინებულია ევროკავშირის როლი როგორც გლობალური მოთამაშის. ეს არის სწორედ ევროკავშირის უმწიფარი საგარეო პოლიტიკის შედეგი, რასაც კაია კალასი აკეთებს. სერიოზულად არავინ აღიქვამს ევროკავშირს. მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას ითხოვენ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით და არავინ სვამს ამ მაგიდასთან მაშინ, როდესაც ეკონომიკურად და მოსახლეობით მნიშვნელოვანი მოთამაშე უნდა იყოს. სინამდვილეში ეს ასე არ არის“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა უკრაინის ომის შესახებ აღნიშნა, რომ სულ უფრო ხშირად ისმის მოწოდებები, რომ ევროპა ამ პროცესში გარკვეული ფორმით ჩაერთოს.




