გიორგი სოსიაშვილი პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელზე: ჩვენ ქართველმა ხალხმა მოგვცა დავალება, რომ ანტიკონსტიტუციური ძალების საქართველოს პოლიტიკურ ველზე არ უნდა არსებობდნენ - ეს ადამიანები არიან ქვეყნის მტრები
პოლიტიკა

გიორგი სოსიაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ჩვენ ქართველმა ხალხმა მოგვცა დავალება, რომ ანტიკონსტიტუციური ძალების საქართველოს პოლიტიკურ ველზე არ უნდა არსებობდნენ - ეს ადამიანები არიან ქვეყნის მტრები, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი სოსიაშვილმა პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელზე საუბრისას.
ის დარწმუნებულია, რომ მყარი არგუმენტების საფუძველზე ხალხის უსაფრთხო მომავალზე ორიენტირებული გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
„ვხედავთ, როგორ არიან ორიენტირებულები დასმენაზე, თავიანთ პატრონებთან მუდმივად ორიენტირებულები იმაზე, რომ დაასანქცირონ თავიანთი ქვეყანა, თავიანთი სახელმწიფო დაასმინონ და მტრულ საქმიანობას ეწევიან. მათ არ აღიარეს არც ქართველი ხალხის არჩევანი. დარწმუნებული ვარ, ამ მყარი არგუმენტების საფუძველზე გადაწყვეტილება იქნება ისეთი, რომელიც ორიენტირებული იქნება ჩვენი ხალხის უსაფრთხო მომავალზე, პოლიტიკური ველის გაჯანსაღებაზე, რომ ქვეყანაში არასოდეს აღარ მოხდეს ასეთი რადიკალებისგან პოლიტიკური ველის დაბინძურება და ქართველი ხალხის წინააღმდეგ მათი გამოსვლები”, - განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.
საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის არსებით განხილვას მომავალ კვირას დაიწყებს.





