16 ოქტომბერი 2026, 13:36
პრემიერი უმრავლესობის სხდომაზე: დაგეგმილი გვაქვს მიმდინარე საკითხების განხილვა, არ იქნება რაიმე განსაკუთრებული, სპეციფიური საკითხი, რაიმე სიურპრიზი, შეხვედრების შემდეგ საზოგადოებას წარვუდგენთ დეტალურ ინფორმაციას განხილულ საკითხებთან დაკავშირებით
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე
ფოტო: საქართველოს მთავრობა
გაზიარება
ხვალინდელ სხდომაზე ჩვენ დაგეგმილი გვაქვს მიმდინარე საკითხების განხილვა, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ არ იქნება რაიმე განსაკუთრებული, სპეციფიკური საკითხი და რაიმე სიურპრიზი.
„განიხილება მიმდინარე საკითხები. ეს იქნება როგორც პოლიტსაბჭოს, ასევე საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა. ამ შეხვედრების შემდეგ საზოგადოებას წარვუდგენთ დეტალურ ინფორმაციას განხილულ საკითხებთან დაკავშირებით“, - განაცხადა პრემიერმა.





