16 ოქტომბერი 2026, 08:34
შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრი და ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე იგნაციო კასისი დღეს საქართველოს ეწვევა
პოლიტიკა

ფოტო: imedi/ვიდეოკადრი
გაზიარება
შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრი და ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე იგნაციო კასისი დღეს საქართველოს ეწვევა. მას ოფიციალური შეხვედრები ექნება როგორც პრემიერ-მინისტრთან ისე საგარეო საქმეთა მინისტრთან.
გაერო-სა და ევროკავშირთან ერთად, ეუთო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეა. მოლაპარაკებების მიზანია რეგიონში უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ საკითხებზე დიალოგის ხელშეწყობა.





