ირაკლი კირცხალია: ყველა მიჩვეულია, რომ ტრადიციულად ყოველ ორშაბათს იმართება ხოლმე უმრავლესობის სხდომა და როდესაც სხვა თარიღი სახელდება, ამან გამოიწვია მითქმა-მოთქმა
პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია
ვიდეო/კადრი
ყველა მიჩვეულია, რომ ტრადიციულად ყოველ ორშაბათს იმართება ხოლმე უმრავლესობის სხდომა და როდესაც სხვა თარიღი სახელდება, ამან გამოიწვია მითქმა-მოთქმა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ შაბათს ჩანიშნულ უმრავლესობის სხდომასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ლოგიკურია, რომ საზოგადოების და განსაკუთრებით მედიების მხრიდან ინტერესია.
„ლოგიკურია, რომ ინტერესი არის საზოგადოების მხრიდანაც, განსაკუთრებით მედიების მხრიდანაც. იცით, რომ პარტიული ცხოვრება მიმდინარეობს, საპარლამენტო ცხოვრება მიმდინარეობს. იცით, როგორ ფორმატებში ვიკრიბებით. მიჩვეულია ყველა, რომ ტრადიციულად ყოველ ორშაბათს იმართება ხოლმე უმრავლესობის სხდომა და როდესაც სხვა თარიღი სახელდება, ამან გამოიწვია მითქმა-მოთქმა. ეს ჩვეულებრივი მომენტია. შეკრება, როდესაც პარტიული ცხოვრება მიმდინარეობს, ნებისმიერ დროს შეიძლება. ასე რომ დარჩა ორი დღე და განცხადებაც იქნება შეხვედრის შემდეგ“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.





