ირაკლი კირცხალია: ევრო ბიუროკრატები ჩვენს ქვეყანაში მხარს უჭერენ აგენტურას, თავიანთივე ე.წ. ოპოზიციას. დღეს ბრიუსელის ელიტაში დემოკრატია უკუღმა მუშაობს. ალბათ მეცოლასთვის, კალასისა და კოსისთვის დემოკრატია არის უმცირესობის მმართველობა უმრავლესობაზე
პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
ევრო ბიუროკრატები ჩვენს ქვეყანაში მხარს უჭერენ აგენტურას, თავიანთივე ე.წ. ოპოზიციას. დღეს ბრიუსელის ელიტაში დემოკრატია უკუღმა მუშაობს. ალბათ მეცოლასთვის, კალასისა და კოსისთვის, დემოკრატია არის უმცირესობის მმართველობა უმრავლესობაზე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.
მისივე თქმით, ისინი ესაუბრებიან აგენტურას და იმ ხალხს, რომელიც თავიანთივე აგენტურის ხელით, თავიანთივე ინსპირირებული ტყუილითა და ცრუ აღქმებით შეცდომაში შეიყვანეს.
„60-ზე მეტი მანდატი ჰქონდათ პარლამენტში და ასევე მათი ბრძანებით დატოვეს ეს მანდატები. თავზე დაახიეს ეს მანდატი იმ მოტყუებულ ამომრჩეველს, ვინც მათ მხარი დაუჭირა.
ჩვენ ვისაუბრებთ მათთან, ან ნებისმიერ უმაღლეს პოლიტიკურ წარმომადგენელთან. ყოველთვის ვამბობთ, რომ მზად ვართ და ღია ვართ დიალოგისთვის, პარტნიორობისთვის, თანამშრომლობისთვის, მხოლოდ გაითვალისწინეთ ჩვენი ინტერესები. ჩვენ ვერ ვიქნებით თქვენი ვასალები.
ჩვენ მზად ვართ, მაგრამ ვიცით ჩვენი ისტორიის ფასი, საზოგადოებამ იცის დამოუკიდებლობის, თავისუფლების ფასი, საზოგადოებამ იცის მშვიდობის ფასი. ამის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, ვესაუბრებით“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.





