დავით მათიკაშვილი: კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც უმრავლესობამ შევიტანეთ, მყარად არის გაჯერებული არგუმენტებით და ის გულისხმობს სწორედ დემოკრატიული წინსვლის, დემოკრატიული აღმშენებლობისთვის აუცილებელი წინაპირობის შექმნას
პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც უმრავლესობამ შევიტანეთ, მყარად არის გაჯერებული არგუმენტებით და ის გულისხმობს სწორედ დემოკრატიული წინსვლის, დემოკრატიული აღმშენებლობისთვის აუცილებელი წინაპირობის შექმნას, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.
მისი თქმით, ბუნებრივია, ეს საკითხი არ მოსწონთ რადიკალებს, „მეხუთე კოლონას“.
„კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც უმრავლესობამ შევიტანეთ, მყარად არის გაჯერებული არგუმენტებით და ის გულისხმობს სწორედ დემოკრატიული წინსვლის, დემოკრატიული აღმშენებლობისთვის აუცილებელი წინაპირობის შექმნას, ისეთი ე.წ. პოლიტიკური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას, რომლებიც არაკონსტიტუციურები არიან თავისი შინაარსით, ეწევიან სახელმწიფო სისტემის წინააღმდეგ საქმიანობას. მათი მთელი პარტიული შინაარსი სწორედ ქვეყნისადმი, კონსტიტუციური წყობილებისადმი მტრულად განწყობილი და გამსჭვალული ქმედებით არის გაჯერებული. განპირობებულია იმით, რომ მათ სურვილი აქვთ იმოქმედონ საკუთარი სამშობლოს, სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ.
ბუნებრივია, ეს საკითხი არ მოსწონთ რადიკალებს, „მეხუთე კოლონას“. ცხადია, რომ როდესაც საკითხი დგება მათი პოლიტიკური ავანსცენიდან გაქრობისა, ისინი შფოთავენ“, - აღნიშნა მან.
სასამართლო განხილვები სარჩელთან დაკავშირებით, რომლითაც მმართველი გუნდი „ნაციონალური მოძრაობის" და კიდევ 4 პარტიის აკრძალვას ითხოვს, მომავალ კვირას იწყება.





