არჩილ გორდულაძე: რიგითი რაიანების, თუ ქართული სახელისა და გვარის მქონე აგენტების გადასარჩენად მათი პატრონები ყველაფერს აკეთებენ. ველოდებით სასამართლო განხილვას. ჩვენს პოზიციებში ვართ ძალიან მყარები
პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
რიგითი რაიანების, თუ ქართული სახელისა და გვარის მქონე აგენტების გადასარჩენად მათი პატრონები ყველაფერს აკეთებენ. ველოდებით სასამართლო განხილვას. ჩვენს პოზიციებში ვართ ძალიან მყარები, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ.
დეპუტატი გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის საკითხზე სხდომები ჩაინიშნა.
„პირდაპირ ამბობენ, რომ უბრალოდ პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კონსტიტუციური ჩარჩოებიდან არიან გასულები, უბრალოდ არ შეიძლება. ზუსტად ისეთივე მოცემულობაა, როგორც ე.წ. რუსული კანონის დროს, რომ შინაარსში არ უნდა შევიდეთ. რიგითი რაიანების, თუ ქართული სახელისა და გვარის მქონე აგენტების გადასარჩენად მათი პატრონები ყველაფერს აკეთებენ. ველოდებით სასამართლო განხილვას. ჩვენს პოზიციებში ვართ ძალიან მყარები“, - აღნიშნა გორდულაძემ.





