დავით მათიკაშვილი ვენეციის კომისიაზე: საკანონმდებლო სივრცე, რომელიც მიზნად ისახავს ქართული სუვერენული სივრცის გარე ჩარევებისგან დაცვას, ვენეციის კომისიის მხრიდან კვლავ დაუსაბუთებლად, ყოველგვარი არგუმენტის გარეშე დემოკრატიის უკუსვლად შეფასდა
პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი
საქართველოს პარლამენტი
საკანონმდებლო სივრცე, რომლის მიზანსაც ერთადერთი რამ წარმოადგენს, პრევენციულად იყოს დაცული ქართული სუვერენული სივრცე გარე ჩარებისგან, ვენეციის კომისიის მხრიდან კვლავ დაუსაბუთებლად, ყოველგვარი არგუმენტის გარეშე შეფასდა დემოკრატიის უკუსვლად, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა ვენეციის კომისიის დასკვნაზე საუბრისას.
მისივე თქმით, მსოფლიო დემოკრატიული სამყარო შეთანხმდა, რომ დაუშვებელია გარე ჩარევები სუვერენული სახელმწიფოს პოლიტიკურ პროცესებში.
„ცალკეული ქვეყნები სწორედ ანალოგიურ კანონმდებლობას იღებენ. საკანონმდებლო სივრცე, რომლის მიზანსაც ერთადერთი რამ წარმოადგენს, პრევენციულად იყოს დაცული ქართული სუვერენული სივრცე გარე ჩარევისგან, ვენეციის კომისიის მხრიდან კვლავ დაუსაბუთებლად, ყოველგვარი არგუმენტის გარეშე იქნა ცნობილი შეუსაბამოდ, დემოკრატიის უკუსვლად. ბუნებრივია, ეს ორმაგი სტანდარტი კონტრპროდუქტიულია საქართველოს ინტეგრაციისა ევროკავშირთან და წარმოადგენს ამის შემაფერხებელ გარემოებას“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.





