ეუთოს სადამკვირვებლო მისიის მიმართ ნდობის პრობლემა უკვე შეერთებულ შტატებშიცაა - ეუთოს ნდობის კრიზისი. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი
პოლიტიკა

ფოტო: იმედი ვიდეო/კადრი
ევროპული ბიუროკრატიის პოლიტიკის შედეგად ეუთოს მიმართ ნდობა კიდევ უფრო გაღრმავდა. ეუთოს სადამკვირვებლო მისიის მიმართ ნდობის პრობლემა უკვე შეერთებულ შტატებშიცაა.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, აშშ-ის შუალედურ არჩევნებს ეუთო არ დააკვირდება. მისი, როგორც ინსტიტუტის სანდოობა და იმიჯი იმდენად შეირყა, თუნდაც საქართველოს მიმართ გამოვლენილი უუნარობის გამო, რომ შეიძლება ითქვას, ეუთო/ოდირის სანდოობა სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.
ფაქტია, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნების ობიექტურად შეფასების შემდეგ, ორგანიზაცია „დიფ სთეითის“ მართული ძალების შეტევის სამიზნე გახდა და წინააღმდეგობის გაწევის რესურსიც ამოეწურა.
ფაქტი ის არის, რომ ის ძალები ვინც 2024 წლის ანგარიშის შემდეგ ეუთო/ოდირს თავს დაესხა, ახლა ტრამპს გაუხსნეს ცეცხლი. სტრასბურგში, ევროპარლამენტის შენობაში დროებით დადგეს ტრამპის შიშველი ქანდაკება.





