ირაკლი ქადაგიშვილი 4 ოქტომბრის დამხობის მცდელობაზე: ყველას ეჩქარებოდა საქართველოში ისეთი ხელისუფლების მოყვანა, რომელიც ამ გლობალური ომის პირობებში საქართველოს რუსეთთან კონფრონტაციის ახალ, ცხელ კერას გააჩენდა
პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
ეს იყო ერთი დიდი სცენარს ერთი ეპიზოდი. ეს არ არის ლოკალურად განსახილველი, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა 4 ოქტომბრის დამხობის მცდელობაზე საუბრისას.
მისივე თქმით, ამ სცენარის მთავარი მიზანი იყო ხელისუფლებაში ნებისმიერი გზით „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ მოყვანა.
„ყველას ეჩქარებოდა საქართველოში ისეთი ხელისუფლების მოყვანა, რომელიც ამ გლობალური ომის პირობებში საქართველოს რუსეთთან კონფრონტაციის ახალ, ცხელ კერას გააჩენდა. სხვანაირად უბრალოდ წარმოუდგენელია, რომ დასავლეთს ასეთი საარჩევნო სისტემის და შედეგების შემდეგ ერთი განცხადება მაინც არ გაუკეთებია, რომ ოპოზიციისთვის მოეწოდებინათ, რომ რასაც თქვენ ახლა აკეთებთ, ეს არის კატასტროფა დემოკრატიისთვის.
მიაღწევდნენ იმას, რომ მათ ჰყავდათ გამზადებული ე.წ. ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ამ შტურმის დროს შორიახლოს იქ იმყოფებოდა. თუ ეს წარმატებით დასრულდებოდა, ის შევიდოდა პრეზიდენტის სასახლეში და დიდი ალბათობით, როგორც მასთან დადიოდა სხვადასხვა დიპლომატი, ისევე შევიდოდნენ და დაიწყებოდა „ნაციონალური მოძრაობის“, ე.წ. ვარდების რევოლუციის და უკვე გადატრიალების რევოლუციის ახალი ეტაპი. ეს იყო ყოველივე ამის მიზანი“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.





