გიორგი ვოლსკი მუსიკოს კორძის მიმართ მხარდაჭერაზე: ჰერჩინსკისა და მისი თანამოაზრეების მხრიდან შეიძლება სიტყვის თავისუფლებადაც არის მონათლული ეს გამოხდომა, რასაც ჰქვია მილიონზე მეტი ადამიანის გინება
პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ჰერჩინსკისა და მისი თანამოაზრეების მხრიდან შეიძლება სიტყვის თავისუფლებადაც არის მონათლული ეს გამოხდომა, რასაც ჰქვია მილიონზე მეტი ადამიანის გინება, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ მუსიკოს კორძის მიმართ პაველ ჰერჩინსკის მხარდაჭერის შეფასებისას.
„ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ის ადამიანები, რომელთაც აგინებენ, რა პასუხს აძლევენ დახურული თუ ღია ფორმებით. მიზანიც სწორედაც ეს არის - ვინმეს ერთ მხარეს რომ უჭერ მხარს და წახალისებას ცდილობ ასეთი ადამიანების, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანების მეორე ნაწილს უბიძგებ იმისაკენ, რომ ამას პასუხი გასცენ“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
დღეს აღნიშნული საკითხზე მედიასთან კომენტარი გააკეთა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა. პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს კულტურასა და გამოხატვის თავისუფლებას.





