ნიკოლოზ სამხარაძე: ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებითსაქართველო მოწინავე ქვეყნების კალათაში რომ არის, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში არის კანონის უზენაესობა და კარგი მმართველობა
პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართველო მოწინავე ქვეყნების კალათაში რომ არის, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში არის კანონის უზენაესობა და რომ საქართველოში არის კარგი მმართველობა, - განაცხადა საგარეოურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ.
იგი ასე გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების ანგარიშს, რომლის თანახმადაც საქართველო ადამიანით ვაჭრობასთან ბრძოლის კუთხით კვლავ უმაღლეს შეფასებას იღებს.
სამხარაძის შეფასებით, ნებისმიერი ობიექტური კვლევა საქართველოს პროგრესს აჩვენებს.
„ეს მხოლოდ ამ ინდიკატორით არ დასტურდება, არის უამრავი სხვა ინდიკატორი, სხვა კვლევა, რომელიც ამას ადასტურებს. შესაბამისად, ამით ჩვენმასაზოგადოებამ უნდა დაასკვნას, რომ ნებისმიერი ობიექტური კვლევა, რომელიც დაფუძნებულია ფაქტებზე, აჩვენებს, რომ საქართველოს აქვს საკმაოდ კარგი პროგრესი ნებისმიერი მიმართულებით, რომელიც ეხება დემოკრატიას, ადამიანის უფლებათა დაცვას, კარგ მმართველობას, ეკონომიკურ წინსვლას, განვითარებას“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თაობაზე ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად საქართველოს ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, კვლავ უმაღლესი შეფასება აქვს და უკვე მე-11 წელია ინარჩუნებს ადგილს ე. წ. პირველ კალათაში.





