მარიამ ლაშხი: საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაზე ჩვენი დელეგაციისთვის მთავარი თემა იქნება საქართველოს სუვერენიტეტის დაცვა, არაღიარების პოლიტიკის გაძლიერება და ქვეყნების მხარდაჭერის მოპოვება
პოლიტიკა

მარიამ ლაშხი
საქართველოს პარლამენტი
მარიამ ლაშხმა საპარლამენტთაშორისო კავშირის 153-ე ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციის პრიორიტეტებზე ისაუბრა.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, დელეგაციის წევრები არაღიარების პოლიტიკის გაძლიერებაზე გაამახვილებენ ყურადღებას.
„წლევანდელი ასამბლეის მთავარი თემა არის კარგი მმართველობა, ნდობისა და საზოგადოებრივი ინკლუზიურობის ჩართულობის გზით განვითარება და სწორედ ამ მიმართულებით საქართველოს წარმატებული ნაბიჯები აქვს განხორციელებული. სულ ცოტა ხნის წინ, ევროკომისიის ანგარიშით, საქართველო ევროპის ათეულში მოხვდა. მნიშვნელოვანია ორმხრივი შეხვედრები უმაღლეს დონეზე, რომლებიც გვექნება როგორც აფრიკის, ევროპის, აზიის, ასევე შუა ოკეანეთის ქვეყნების დელეგაციების ხელმძღვანელებთან. მთავარი თემა იქნება პირველ რიგში საქართველოს სუვერენიტეტის დაცვა, არაღიარების პოლიტიკის გაძლიერება და ქვეყნების მხარდაჭერის მოპოვება“, - განმარტა ლაშხმა.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია საპარლამენტთაშორისო კავშირის 153-ე ასამბლეაში მონაწილეობს. შალვა პაპუაშვილი სიტყვით გამოვა გენერალურ დებატებზე და პირველ კანონმდებელს ექნება ორმხრივი შეხვედრები.





