თორნიკე ჭეიშვილი: ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან მკაფიოდ და თვალსაჩინოდ იხილა, როგორ დამარცხდა ეს ყალბი რევოლუციური პათოსი
პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე თორნიკე ჭეიშვილი, პროტესტის მონაწილეების მხირდან თავიანთი აქტივიზმის ფსვდო საკრალურ პრიზმაში გადაყვანის შესახებ საუბრობს.
მისი თქმით, საზოგადოებამ უკვე მკაფიოდ იხილა, თუ როგორ დამარცხდა ყალბი რევოლუციური პათოსი.
„ეს არის მცდელობა რადიკალების, ექსტრემისტების მხრიდან, რომ ერთგვარ ფსევდო საკრალურ პრიზმაში გადაეყვანათ საკუთარი აქტივობა. ვითომდა უწყვეტი პროტესტი, ტაბუდადებული თემები, დოგმები, რომლითაც ისინი არიან შეპყრობილები. რაც მთავარია, ჩვენმა საზოგადოებამ იხილა ძალიან მკაფიოდ და თვალსაჩინოდ ის, თუ როგორ დამარცხდა საერთო ჯამში ეს ყალბი რევოლუციური პათოსი“, - განაცხადა ჭეიშვილმა.




