ევროპარლამენტარი დანილო დელა ვალე საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ჩვენ ხმის მიცემისგან თავი შევიკავეთ, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია დემოკრატიული სტანდარტების დაცვა და ადამიანის უფლებების პატივისცემა. მიგვაჩნია, რომ სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევა და მათთან ყველა პოლიტიკური ურთიერთობის გაწყვეტა სწორი გზა არ არის
პოლიტიკა

დანილო დელა ვალე
ევროპარლამენტარი დანილო დელა ვალე ევროპარლამენტის მორიგ რეზოლუციას ეხმაურება.
საუბარია დოკუმენტზე, რომელიც ევროპარლამენტართა ჯგუფმა მოამზადა, მათ შორის არიან რასა იუკნევიჩიენე და დევიდ მაკალისტერი.
რეზოლუცია „ქართული ოცნების“ კონსტიტუციურ სარჩელს ეხება და მისი მხარდამჭერები საქართველოს ხელისუფლების პირველი პირების დასანქცირებას ითხოვენ.
„ჩვენ ხმის მიცემისგან თავი შევიკავეთ, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია დემოკრატიული სტანდარტების დაცვა და ადამიანის უფლებების პატივისცემა. მიგვაჩნია, რომ სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევა და მათთან ყველა პოლიტიკური ურთიერთობის გაწყვეტა სწორი გზა არ არის“, - განაცხადა დანილო დელა ვალემ.




