მაკა ბოჭორიშვილი უნგრელ კოლეგას ანიტა ორბანს შეხვდა
პოლიტიკა

ფოტო: საგარეო საქმეთა სამინისტრო
გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა უნგრეთის ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრ ანიტა ორბანთან.
საუბრისას მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები, რომლებიც სტრატეგიული პარტნიორობის ხასიათს ატარებს. ყურადღება დაეთმო მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობასა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებს.
მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველო-უნგრეთის თანამშრომლობაზე დაკავშირებადობის სფეროში და აღნიშნეს მწვანე დერეფნის მნიშვნელობა.
შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა ევროკავშირთან ურთიერთობის საკითხები და უნგრეთის მხარდაჭერის მნიშვნელობა.
მინისტრებმა რეგულარული დიალოგის გაგრძელებისთვის მზადყოფნა გამოხატეს.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.





