ირაკლი შატაკიშვილი მუსიკოს „კორძის“ კონცერტის გაუქმებაზე: საზოგადოების მოთხოვნა და დაკვეთაა ჩვენი პასუხისმგებლიანი ხელისუფლების მიმართ, რომ ყველა ძალა ვიღონოთ, რათა მსგავსი, სიძულვილზე დაფუძნებული რიტორიკა აღიკვეთოს
პოლიტიკა

ირაკლი შატაკიშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი შატაკიშვილი 26 სექტემბრისთვის დაგეგმილი, მუსიკოს „კორძის“ კონცერტის გაუქმებას ეხმაურება.
„ხელოვნების თუ კულტურის სფეროში მოღვაწე - რაც არ უნდა დაირქვან ამ ადამიანებმა, ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისთვის მიუღებელია ფაშისტური და სიძულვილის ენით გაჯერებული [რიტორიკა]. საზოგადოების მოთხოვნა და დაკვეთაა ჩვენი პასუხისმგებლიანი ხელისუფლების მიმართ, რომ ყველა ძალა ვიღონოთ, რათა მსგავსი, სიძულვილზე დაფუძნებული რიტორიკა აღიკვეთოს“, - განაცხადა შატაკიშვილმა.
როგორც ცნობილია, „კორძის“ კონცერტი, რომელიც 26 სექტემბერს იყო დაგეგმილი, აღარ გაიმართება.





