24 სექტემბერი 2026, 08:06
შალვა პაპუაშვილი დღეს ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს დეპუტატთა პალატის სპიკერს შეხვდება
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
გაზიარება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით ლუქსემბურგში იმყოფება - შალვა პაპუაშვილი დღეს ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს დეპუტატთა პალატის სპიკერს პირისპირ შეხვდება. შემდეგ კი პარლამენტის თავმჯდომარე დელეგაციასთან ერთად, გაფართოებულ ფორმატში, მუდმივმოქმედი კომიტეტის, საგარეო და ევროპულ საქმეთა, საგარეო დახმარების, იმიგრაციისა და თავშესაფრის საკითხთა კომიტეტის წევრებთან აუდიენციას გამართავს.
ლუქსემბურგამდე, შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებოდა, სადაც ბელგიის ორივე პალატის პრეზიდენტებს შეხვდა.





