მომავალზე და დიალოგზე ორიენტირებული შეხვედრები - შალვა პაპუაშვილის ვიზიტი ბელგიის სამეფოში. „ქრონიკა“ ბრიუსელიდან
პოლიტიკა

ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
მომავალზე და დიალოგზე ორიენტირებული შეხვედრები. ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილმა ბელგიის სამეფოში შეხვედრები გამართა.
საქართველოს პირველი კანონმდებელი ბელგიის სამეფოს ფედერალური პარლამენტისა და სენატის პრეზიდენტს, ასევე წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტს შეხვდა.
„ეს არის დასაწყისი იმ გზისა, რასაც ჰქვია ევროკავშირთან სრულფასოვანი ურთიერთობის აღდგენა. ჩვენ შეიძლება, პერიოდულად გარკვეული უთანხმოებები გვქონდეს ევროკავშირის წარმომადგენლებთან, თუმცა, ორმხრივი ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის გვქონდა, გვაქვს და მომავალშიც გვექნება“, - განაცხადა მედიასთან ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.
კომენტარი გააკეთა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემაც.
„იყო პოზიციების თბილი ურთიერთგაცვლა და შეთანხმება, რომ ამ ჩვენს ძალიან მკაფიო გზავნილს სათანადოდ გააჟღერებენ და მიაწვდიან ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებს ჩვენი მასპინძლები“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
კონკრეტულად რა საკითხები განიხილეს ვიზიტის ფარგლებში.
ნინი გოგიშვილი გვიამბობს ბრიუსელიდან.





