16 სექტემბერი 2026, 23:05
თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა შეწყვიტა
პოლიტიკა

თამაზ ელიზბარაშვილი
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
გაზიარება
თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა შეწყვიტა. ინფორმაცია „იმედინიუსს“ პენიტენციურ სამსახურში დაუდასტურეს.
თამაზ ელიზბარაშვილი პირველ სექტემბერს დააკავეს. მას პროკურატურამ მუქარის ფაქტზე ბრალდება 3 სექტემბერს წარუდგინა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ თამაზ ელიზბარაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა 4 სექტემბერს შეუფარდა.





