16 სექტემბერი 2026, 13:05
ურსულა ფონ დერ ლაიენი: დღეს შემიძლია გამოვაცხადო დაკავშირებადობის ახალი საერთაშორისო პროექტი. ის სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას პირდაპირ ევროპულ ბაზარს დაუკავშირებს
პოლიტიკა

ურსულა ფონ დერ ლაიენი
ფოტო: Getty Images
გაზიარება
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში გამოსვლისას ევროკავშირის მომავალი წლის პრიორიტეტებზე ისაუბრა, მათ შორის ახალ საერთაშორისო სატრანსპორტო კავშირის პროექტზე, რომელიც სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას ევროპულ ბაზართან პირდაპირ დააკავშირებს.
„დღეს შემიძლია გამოვაცხადო დაკავშირებადობის ახალი საერთაშორისო პროექტი. ის სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას პირდაპირ ევროპულ ბაზარს დაუკავშირებს, რასაც ჩვენ „შუა დერეფანს“ ვუწოდებთ“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.





