14 სექტემბერი 2026, 20:18
საკადრო ცვლილებები მთავრობაში - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე პრემიერმა თამაზ ბორაშვილი წარადგინა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე თამაზ ბორაშვილი
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
გაზიარება
საკადრო ცვლილებები მთავრობაში - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრმა თამაზ ბორაშვილი წარადგინა.
ბორაშვილს სამართალდამცავ სისტემაში მუშაობის ოცწლიანი გამოცდილება აქვს.
მანამდე გადადგომის შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-ის უკვე ყოფილმა უფროსმა. გეკა გელაძე საქმიანობას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე გააგრძელებს.
სუს-ის უფროსი პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. შესაბამისად, პროცესები ახლა საკანონმდებლო ორგანოში ინაცვლებს.
ნინო არღვლიანი დეტალებს გაგაცნობთ.





