14 სექტემბერი 2026, 14:13
გეკა გელაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტს დაიკავებს
პოლიტიკა

ფოტო: ვიდეო/კადრი
გაზიარება
გეკა გელაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტს დაიკავებს. აღნიშნულის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, თავისი ცოდნითა და გამოცდილებით ის მნიშვნელოვნად გააძლიერებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდს.
გეკა გელაძემ სუს-ის ხელმძღვანელის თანამდებობა დღეს დატოვა. ამ პოსტზე პრემიერ-მინისტრმა თამაზ ბორაშვილი წარადგინა.





